კონფერენცია

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია IEEE AICT 2026 ბაქოში გაიმართება

  • 14/10/2026 - 16/10/2026
  • ADA აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემია
დაგეგმილი

დეტალები:

2026 წლის 14-16 ოქტომბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ტურინის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის (იტალია) და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის (აშშ) თანაორგანიზებით, აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემია ADA (Azerbaijan Diplomatic Academy) ბაქოში უმასპინძლებს მე-20 საიუბილეო საერთაშორისო კონფერენციას IEEE AICT 2026.

კონფერენციის ტექნიკური მხარდამჭერია IEEE (Institute of Electrical and Electronics Engineers).

მნიშვნელოვანი თარიღები:

  • ნაშრომების წარდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 30 მაისი
  • ნაშრომის მიღების შესახებ პასუხის დაბრუნების ბოლო ვადა: 2026 წლის 30 ივნისი
  • საბოლოო ვერსიის (Camera Ready) წარდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 20 ივლისი.

ძირითადი თემები და მიმართულებები:

კონფერენცია მოიცავს 12-მდე ძირითად მიმართულებას (Tracks), მათ შორის:

  • მონაცემთა მეცნიერება და ანალიტიკა (Data Science and Advanced Analytics)
  • დიდი მონაცემების ინჟინერია (Big Data Engineering)
  • ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლება (AI & Machine Learning)
  • კიბერუსაფრთხოება
  • ICT ბიზნესში, მართვაში, ეკონომიკასა და განათლებაში
  • ICT მედიცინასა და ჯანდაცვაში.

კონფერენციაზე წარდგენილი ნაშრომები გამოქვეყნდება IEEE Xplore Digital Library-ში და ინდექსირებული იქნება საერთაშორისო სამეცნიერო ბაზების მიერ (Scopus, Web of Science).

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ კონფერენციის ოფიციალურ ვებგვერდს.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?