კონფერენცია

სტუ-ის სტუდენტთა 90-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

  • 05/06/2026 - 10/07/2026
  • მ. კოსტავას 77, ადმინისტრაციული კორპუსი, II სართული, ოთახი №236
დაგეგმილი

დეტალები:

5-20 ივნისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით, სტუდენტთა 90-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია  გაიმართება, სადაც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 4 მაისიდან 10 მაისის ჩათვლით, წინასწარ უნდა გაიარონ ონლაინ რეგისტრაცია კონფერენციის ვებგვერდზე, ამასთანავე, სტუდენტმა სარეგისტრაციო ფორმაში უნდა შეიტანოს საკუთარი ნაშრომის ქართულ და ინგლისურ ენაზე შესრულებული თეზისი (იხ. თეზისის გაფორმების სტანდარტები).

დარეგისტრირებული სტუდენტი ვალდებულია, ნაშრომის ერთი ეგზემპლარი (ფიზიკური ან/და ელექტრონული ვერსია) 11 მაისიდან 18 მაისის ჩათვლით, წარადგინოს შესაბამისი სექციის ხელმძღვანელ პირთან, ფაკულტეტზე.

ძირითადი თარიღები:

  • კონფერენციის გახსნის თარიღი: 2026 წლის 4 ივნისი;
  • კონფერენციის დახურვის თარიღი: 2026 წლის 10 ივლისი.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი; ქ. თბილისი, მ. კოსტავას 77, ადმინისტრაციული კორპუსი, II სართული, ოთახი №236; ტელ.: (+995 32) 2 77 11 11/7044 ელ. ფოსტა: studconf@gtu.ge.

 

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?