შეხვედრა
„საპოლიციო სტრუქტურების სამართალი” წიგნის პრეზენტაცია სტუ-ში
დაგეგმილი
დეტალები:
17 ივლისს, 15:00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის დარბაზში, პროფესორების გივი და დავით ლობჟანიძეების წიგნის „საპოლიციო სტრუქტურების სამართალი” პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიება სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ინიციატივით და საჯარო სამართლის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდება.
ღონისძიებაზე მოწვეული არიან საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების, საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი მუშაკები, პარლამენტისა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებათა წარმომადგენლები.