კონფერენცია

სტუ ტრანსპორტის დარგის პრესტიჟულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას უმასპინძლებს

  • 24/06/2026 - 26/06/2026
დაგეგმილი

დეტალები:

24-26 ნოემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე ქართულ-პოლონური მე-10 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „სატრანსპორტო ხიდი ევროპა-აზია“ გაიმართება.

ღონისძიება ტრანსპორტის დარგის უმნიშვნელოვანესი და მაღალი რეიტინგის მქონე სამეცნიერო ფორუმია და  წელს რიგით მეათედ  იმართება.

სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ დარგის აღიარებული მეცნიერები და მკვლევრები წამყვანი ადგილობრივი და საერთაშორისო უნივერსიტეტებიდან და ინსტიტუტებიდან.

კონფერენციის თანაორგანიზატორები არიან:

  • სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (პოლონეთი)
  • ლივერპულის ჯონ მურის უნივერსიტეტი (გაერთიანებული სამეფო)
  • აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო)
  • საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი (საქართველო)
  • რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი (საქართველო)
  • სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტი (თბილისი, საქართველო)

კონფერენციის ფარგლებში განიხილება საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის აქტუალური პრობლემები და განვითარების ტენდენციები, ურბანული ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ინტელექტუალური სატრანსპორტო სისტემები და ინდუსტრია 4.0.

პუბლიკაციის უნიკალური შესაძლებლობა:

კონფერენციაზე წარდგენილი საუკეთესო, შერჩეული ნაშრომები გამოქვეყნდება პრესტიჟულ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში „TRANSPORT PROBLEMS“ , რომელიც ინდექსირებულია Scopus და WoS (Web of Science) საერთაშორისო მონაცემთა ბაზებში.

კონფერენციაზე დასარეგისტრირებლად გადადით ბმულზე.

დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციის, სტატიის გაფორმების მოთხოვნებისა და საბანკო რეკვიზიტების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდებზე:

საორგანიზაციო კომიტეტთან დასაკავშირებლად ეწვიეთ ელექტრონულ მისამართს: ictbea@gtu.ge.

კონფერენციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ასევე შეგიძლიათ იხილოთ აქ.

კონფერენცია ეძღვნება ცნობილი მეცნიერის, რამდენიმე უნივერსიტეტის საპატიო დოქტორისა და პროფესორის, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის ალექსანდრე სლადკოვსკის 70 წლის იუბილეს.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?