კონფერენცია

„თანამედროვე გამოწვევები და მიღწევები საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში – 2026″- მეხუთე საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ქუთაისში

  • 12/10/2026 - 13/10/2026
  • 10:00
  • ქუთაისი, თამარ მეფის ქუჩა 59
დაგეგმილი

დეტალები:

12-13 ოქტომბერს,  ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მეხუთე საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „თანამედროვე გამოწვევები და მიღწევები საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში – 2026″ გაიმართება.

კონფერენციის ორგანიზატორია სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი, თანაორგანიზატორები კი, არიან ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (HTW) და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ღონისძიება 12 ოქტომბერს, 10:00 საათზე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში დაიწყება.

კონფერენცია მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე კვლევების, გამოცდილებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების გაზიარებას საქართველოსა და საერთაშორისო აკადემიურ საზოგადოებას შორის.

მონაწილეობის მისაღებად:დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაიარონ ონლაინ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ კონფერენციის ოფიციალურ გვერდს.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?