საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო და საინჟინრო წვლილი CERN-ის მასშტაბურ ექსპერიმენტებში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს (სტუ) ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციასთან (CERN) მრავალწლიანი, სტრატეგიული და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს. სტუ-ის მეცნიერთა, ინჟინერთა და მკვლევართა ჯგუფები წამყვან როლს ასრულებენ მსოფლიოს უდიდესი სამეცნიერო ექსპერიმენტების — როგორც ფიზიკურ-ანალიტიკურ, ისე მაღალტექნოლოგიურ საინჟინრო მხარდაჭერაში.

წინამდებარე პლატფორმაზე წარმოდგენილია სტუ-ის ბირთვული ინჟინერიის ცენტრის, ვირტუალური და გაფართოებული რეალობის ლაბორატორიის (xrLab) და კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის მიერ CERN-თან პარტნიორობით განხორციელებული და მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი პროექტები, პუბლიკაციები და ტექნოლოგიური დოკუმენტაცია.

CERN-ის დოკუმენტების ოფიციალური სერვერის (CERN Document Server) მონაცემებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუციური წევრობითა და მისი მკვლევრების ავტორობით რეგისტრირებულია 402 სამეცნიერო ნაშრომი და პუბლიკაცია.

საერთაშორისო პროექტი / კოლაბორაცია სამეცნიერო ჩანაწერების რაოდენობა
ATLAS Collaboration
Outreach & Software მიმართულებები
5 პუბლიკაცია
CMS Collaboration
დიდი ადრონული კოლაიდერის ექსპერიმენტი
334 პუბლიკაცია
CMS HCAL / SHiP / CALICE / TOTEM / IPPOG და სხვა ჯგუფები 8 პუბლიკაცია
CMS HGCAL Collaboration
მაღალი გრანულარობის კალორიმეტრი
6 პუბლიკაცია
CMS Muon Group
მიუონური სისტემების კოლაბორაცია
4 პუბლიკაცია
DUNE Collaboration
ნეიტრინოს ღრმა მიწისქვეშა ექსპერიმენტი
35 პუბლიკაცია
SND@LHC Collaboration
ნეიტრინოების დეტექტორი კოლაიდერზე
3 პუბლიკაცია
ინდივიდუალური ავტორობა
სტუ-ის მეცნიერთა წამყვანი როლით
3 პუბლიკაცია
საერთო ჯამი 398 პუბლიკაცია

იხილეთ cern-ის გამორჩეული პროექტები და პუბლიკაციები

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?