„ოპერატიული მართვა და სისტემური ავარიები“- საჯარო ლექცია ენერგეტიკის ფაკულტეტზე
დეტალები:
21 ოქტომბერს, 15:00 საათზე ენერგეტიკის ფაკულტეტის სააქტო დარბაზში საჯარო ლექცია თემაზე – „ოპერატიული მართვა და სისტემური ავარიები“ ჩატარდება.
ღონისძიება საჯარო ლექციათა ციკლის “ენერგეტიკული ოთხშაბათები ყველასათვის“ ფარგლებში იმართება.
ლექციას წაიკითხავს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორთა საბჭოს წევრი და ოპერატიული რეჟიმებისა და დისპეტჩერიზაციის საკითხებში დირექტორი გიორგი ამუზაშვილი.
საჯარო ლექციაზე დასწრება თავისუფალია და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ ენერგეტიკის ფაკულტეტზე საჯარო ლექციათა ციკლი – “ენერგეტიკული ოთხშაბათები ყველასათვის”, 2026 წლის 13 მაისს დაიწყო და დღემდე გრძელდება.
საჯარო ლექციებზე თანამედროვე ენერგეტიკის აქტუალური საკითხები განიხილება და დასწრება თავისუფალია.