სემინარი ფაკულტეტზე – „როგორ დავწეროთ და გამოვაქვეყნოთ სტატიები S/SCIE სიაში შემავალ ჟურნალებში?!“
დეტალები:
25 ნოემბერს, თბილისში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტისა და სტუ-ის სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტ „ტექინფორმის“ ორგანიზებით გაიმართება ერთობლივი სემინარი თემაზე: „როგორ დავწეროთ და გამოვაქვეყნოთ სტატიები S/SCIE სიაში შემავალ ჟურნალებში?!“.
სემინარი ტარდება მე-10 ქართულ-პოლონური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის – „სატრანსპორტო ხიდი ევროპა – აზია“ ფარგლებში.
სემინარს გაუძღვება აღმოსავლეთ სარაევოს უნივერსიტეტის (ბოსნია და ჰერცეგოვინა) ასოცირებული პროფესორი, დოქტორი ჟელკო სტევიჩი (Dr. Željko Stević), რომელიც სტენფორდის უნივერსიტეტის მონაცემებით, 2020 წლიდან დღემდე მსოფლიოს მეცნიერთა საუკეთესო 2%-ში შედის.
ძირითადი დეტალები:
- თარიღი: 25 ნოემბერი, 2026
- ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო
- მომხსენებელი: დოქტორი ჟელკო სტევიჩი (აღმოსავლეთ სარაევოს უნივერსიტეტი, ბოსნია და ჰერცეგოვინა)
- ორგანიზატორები: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი და ინსტიტუტი „ტექინფორმი“
- მხარდამჭერი პროექტი: ERIC-GE (Co-funded by the European Union)
- სამუშაო ენა: ინგლისური
შენიშვნა: სემინარზე დასწრების მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 23 ნოემბრამდე შემდეგ ბმულზე.