სტრუქტურული ერთეულები: ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახური
ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახურის მიზნებია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტრატეგიული მიზნების შესასრულებლად მაღალკვალიფიციური ადამიანური კაპიტალით უზრუნველყოფა, ადამიანური კაპიტალის განვითარება და ეფექტური ადმინისტრირების უზრუნველყოფა. საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვასთან დაკავშირებული ურთიერთობების მოწესრიგება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ერთიანი საქმისწარმოების სისტემის უზრუნველყოფა და არქივის მართვა.