სტრუქტურული ერთეულები: ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) აპარატი
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) აპარატი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების, თანდართული დებულების, აპარატის პერსონალის სამუშაოთა აღწერილობებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. აპარატის ძირითადი ფუნქციაა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციის ხელმძღვანელისთვის (კანცლერისთვის) ორგანიზაციულ-ტექნიკური, საინფორმაციო მომსახურების გაწევა და აუცილებელი სამუშაო პირობების უზრუნველყოფა.