მარინე მაისურაძე

აკადემიური საბჭოს წევრი

ბიოგრაფია

მარინე მაისურაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის პროფესორია, მუშაობს არქიტექტურული დაგეგმარების საფუძვლების მიმართულებაზე და არის სტუ-ის აკადემიური საბჭოს წევრი. მონაწილეობდა შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური დრამატული თეატრის რეკონსტრუქციის, აგრეთვე საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობების პროექტებში. მისი სამეცნიერო კვლევა ეხება სკულპტურის მაორგანიზებელ როლს ურბანულ სივრცეში; სტუდენტებთან მუშაობს მცირე არქიტექტურულ ფორმებზე. 2024 წლის ოქტომბერში დაჯილდოვდა სტუ-ის ოქროს მედლით.


სამუშაო გამოცდილება

  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი, არქიტექტურული დაგეგმარების საფუძვლების მიმართულება – პროფესორი

ჯილდოები, პრემიები

  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოქროს მედალი (2024)

კვლევები
მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?