სტრუქტურული ერთეულები: აკადემიური საბჭოს სამდივნო
აკადემიური საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს რეგლამენტი განსაზღვრავს აკადემიური საბჭოს უფლებამოსილების განხორციელების წესს, პროცედურას და სავალდებულოა ყველა წევრისთვის. აკადემიური საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს, რომელიც არ არის მოწესრიგებული რეგლამენტით, აკადემიური საბჭო წყვეტს დადგენილებით.