სტრუქტურული ერთეულები: დაცვისა და უსაფრთხოების სამსახური
დაცვის და უსაფრთხოების სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდებით, წინამდებარე დებულებით, სამსახურის პერსონალის სამუშაოთა აღწერილობებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. სამსახურის მიზანია უნივერსიტეტის პერსონალის და სტუდენტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ამასთანავე, ყველა შენობა-ნაგებობის, სასწავლო და არასასწავლო ინვენტარის დაცვა-უსაფრთხოებაზე ზრუნვა.