კარლო კოპალიანი
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი)
ბიოგრაფია
დაიბადა სოფელ ჭალისთავში (ცაგერის რაიონი), 1959 წლის 14 აგვისტოს.
განათლება
1977–1982 — საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ჰიდროტექნიკისა და სანტექნიკის ფაკულტეტი. კვალიფიკაცია: ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი (სამდინარო და ჰიდროელექტროსადგურების ჰიდროტექნიკური მშენებლობის სპეციალობით).
1988 — მოსკოვის სახელმწიფო იურიდიული უნივერსიტეტი (МГЮА / ВЮЗИ), ვოლგა-ვიატკის ფილიალი. კვალიფიკაცია: დიპლომირებული სპეციალისტი სამართალმცოდნეობაში.
2016 — საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სტუ), დოქტორანტურა. მიენიჭა სოციალურ მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი
სამეცნიერო ხარისხი და წოდება
სოციალური მეცნიერებების დოქტორი, როფესორი.
სამუშაო გამოცდილება
პროფესორ კარლო კოპალიანს აქვს სახელმწიფო, საგანმანათლებლო და ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის მდიდარი გამოცდილება, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუციური გაძლიერების, ინოვაციური საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბებისა და დასახული სტრატეგიული მიზნების რეალიზების საქმეში.
2020 – დღემდე — საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სტუ). პოზიცია: ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი).
- ფინანსური, მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანური რესურსების სტრატეგიული მართვა.
- საუნივერსიტეტო ადმინისტრაციული პროცესების კოორდინაცია და ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობა;
2017 – დღემდე — საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სტუ), სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. პოზიცია: მოწვეული ასოცირებული პროფესორი.
2012 – 2020 — საქართველოს VII, VIII და IX მოწვევის პარლამენტი. პოზიცია: პარლამენტის წევრი.
2002 – 2008 — ცაგერის მუნიციპალიტეტი. პოზიცია: მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ქვედა ცაგერის თემის საკრებულოს თავმჯდომარე.
1997 – 2002 — ცაგერის საგზაო სამმართველო. პოზიცია: სამმართველოს უფროსის მოადგილე.
- ცაგერის რაიონის ავტოსაგზაო ქსელის მოდერნიზაციისა და განვითარების პროექტების ხელმძღვანელობა.
1996 – 1997 — ლეჩხუმის აღორძინების ფონდი. პოზიცია: ფონდის თავმჯდომარის მოადგილე.
1991 – 1995 — ქვედა ცაგერის სოფლის საკრებულო. პოზიცია: საკრებულოს მდივანი.
1982–1988 — ენგურის ჰიდროელექტროსადგური (ენგურჰესი). პოზიცია: ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი.
- მონაწილეობა სტრატეგიული დანიშნულების უმნიშვნელოვანესი ობიექტის მშენებლობისა და განვითარების პროცესში.