სტრუქტურული ერთეულები: რექტორის აპარატი
რექტორის აპარატი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებით, წინამდებარე დებულებით, სამუშაოთა აღწერილობებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. დეპარტამენტის მიზანია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში რექტორისათვის ორგანიზაციულ-ტექნიკური, საინფორმაციო მომსახურების გაწევა და აუცილებელი სამუშაო პირობების უზრუნველყოფა.