სტრუქტურული ერთეულები: საერთაშორისო აკრედიტაციის ცენტრი
საერთაშორისო აკრედიტაციის ცენტრი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებით, წინამდებარე დებულებით, ცენტრის პერსონალის სამუშაოთა აღწერილობებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ცენტრის მიზანია, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კოორდინაციით, უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის საერთაშორისო აკრედიტაციის მიღების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.