სტრუქტურული ერთეულები: საგამომცემლო სახლი „ტექნიკური უნივერსიტეტი“
საგამომცემლო სახლი „ტექნიკური უნივერსიტეტი“ თავის საქმიანობას წარმართავს უნივერსიტეტის სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოსთან თანამშრომლობით, რაც მოიცავს უნივერსიტეტის მასშტაბით საგამომცემლო საქმიანობის ხელმძღვანელობას, კოორდინაციასა და კონტროლს. ამასთანავე, გამომცემლობის მიზანია, სასწავლო, სამეცნიერო, მეთოდური, საცნობარო ლიტერატურის გამოცემით ხელი შეუწყოს სრულფასოვანი სასწავლო გარემოს შექმნასა და სამეცნიერო-ლიტერატურული ბაზის გაუმჯობესებას; გაამდიდროს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ფონდი, მიაწოდოს გამოცემული ლიტერატურა საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების ბიბლიოთეკებს და ამით გაზარდოს უნივერსიტეტის საგამომცემლო საქმიანობის ცნობადობა.