სტრუქტურული ერთეულები: სამართლებრივი უზრუნველყოფისა და სტრატეგიული განვითარების სამსახური
სამართლებრივი უზრუნველყოფისა და სტრატეგიული განვითარების სამსახური (შემდგომში – სამსახური) თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებითა და თანდართული დებულებით. სამსახური, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ასრულებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს, წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი), რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) მიერ კანომდებლობის საფუძველზე დაკისრებულ დავალებებს და ანგარიშვალდებულია ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) წინაშე.