იურე ზოვკო (ხორვატია)
ბიოგრაფია
იურე ზოვკო ხორვატი ფილოსოფოსია, ზადარის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის ონტოლოგიის პროფესორი 2000 წლიდან და ზაგრების ფილოსოფიის ინსტიტუტის მკვლევარი. 2021 წლიდან არის ფილოსოფიის საერთაშორისო ინსტიტუტის (Institut International de Philosophie, პარიზი) და მეცნიერების ფილოსოფიის საერთაშორისო აკადემიის (ბრიუსელი) პრეზიდენტი. იკვლევს ჰერმენევტიკას, ძველ ბერძნულ ფილოსოფიას, გერმანულ იდეალიზმსა და მეცნიერების ფილოსოფიას. 1993–2000 წლებში იყო ხორვატიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრის მოადგილე. არის სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.
განათლება
- სარაევოს უნივერსიტეტი – ფილოსოფია, გერმანისტიკა, 1978–1980
- ფრაიბურგის უნივერსიტეტი (გერმანია) – მაგისტრი (M.A.), 1985
- ფრაიბურგის უნივერსიტეტი – ფილოსოფიის დოქტორი (Ph.D.), 1989; დისერტაცია ფრიდრიხ შლეგელის ჰერმენევტიკულ კრიტიკაზე
სამეცნიერო ხარისხი და წოდება
- ფილოსოფიის დოქტორი (ფრაიბურგის უნივერსიტეტი, 1989)
- პროფესორი (ზადარის უნივერსიტეტი)
სამუშაო გამოცდილება
- 1990 წლიდან – ფილოსოფიის ინსტიტუტი (ზაგრები), მკვლევარი
- 1992 წლიდან – ზაგრების უნივერსიტეტი, ლექტორი
- 1993–2000 – ხორვატიის რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრის მოადგილე
- 2000 წლიდან – ზადარის უნივერსიტეტი, ფილოსოფიის ფაკულტეტი, ონტოლოგიის პროფესორი
- 2010 წლიდან – ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი
- 2018–2021 – ფილოსოფიის საერთაშორისო ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტი; 2021 წლიდან – პრეზიდენტი
- 2021 წლიდან – მეცნიერების ფილოსოფიის საერთაშორისო აკადემიის (ბრიუსელი) პრეზიდენტი
- მოწვეული პროფესორი ვენის, მაინცის, ტიუბინგენის, მიუნსტერისა და სარაევოს უნივერსიტეტებში
ჯილდოები, პრემიები
- „კატარინა ზრინსკის“ ჯილდო, 1997
- „რუჯერ ბოშკოვიჩის“ ჯილდო მეცნიერებაში, 1998