სტრუქტურული ერთეულები: სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი
სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის მიზნებია: კულტურის, ხელოვნების, ჯანსაღი ცხოვრებისა და სპორტის პოპულარიზაცია საუნივერსიტეტო სივრცეში და ამ მიზნით არსებული ინფრასტრუქტურის მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენება; უნივერსიტეტში არსებული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ზრუნვა, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის მათი ინტერესების შესაბამისი გარემოსა და კომფორტული პირობების შესაქმნელად.