ანა ჩუტკერაშვილი

წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრი

ბიოგრაფია

ანა ჩუტკერაშვილი არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელია, აკადემიური დოქტორი. მუშაობს კომპიუტერულ ლინგვისტიკაში: ქართული ენის კომპიუტერული მოდელირება, ლექსიკური ფუნქციები, სინტაქსური ანოტაცია, კონტროლირებული ბუნებრივი ენები და ავტომატური თარგმნა. მონაწილეობდა პროექტებში „ქართული ენის თესაურუსი“ (2009–2011), „ქართული ენის კორპუსის სრული ანოტირების სისტემა“ (2013–2016), „კონტროლირებული ქართული ენა“ (2020–2023) და „ქართულ-ინგლისური გრამატიკული ლექსიკონის კომპაილერი“ (2022–2025). 2009 წლიდან თბილისის საერთაშორისო სიმპოზიუმის „ენა, ლოგიკა, გამოთვლები“ საორგანიზაციო კომიტეტის წევრია.


გამოცემები

  • ანა ჩუტკერაშვილი, გიორგი ჩიკოიძე, ნინო ჯავაშვილი. ზმნური მარკერები ქართულ-ინგლისური გრამატიკული ლექსიკონისათვის. 2022.
  • ანა ჩუტკერაშვილი, გიორგი ჩიკოიძე. სალექსიკონო ერთეულის საინფორმაციო ზონების შერწყმის შესახებ. 2021.
  • ანა ჩუტკერაშვილი. ძველი და ახალი ინფორმაციის გადმოცემის საშუალებები. 2021.
  • ანა ჩუტკერაშვილი. „აი“ ნაწილაკი ქართული ენის საინფორმაციო სტრუქტურაში. 2020.
  • ანა ჩუტკერაშვილი, ნინო ჯავაშვილი. დერივაციული მოდელები ოთარ ჭილაძის ტექსტური კორპუსის მიხედვით. 2019.
  • ანა ჩუტკერაშვილი, გიორგი ჩიკოიძე, ნინო ჯავაშვილი. ქართული წინადადების ინტერაქტიული სინთეზი. 2019.

კვლევები
მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?