დალი ჩუტკერაშვილი

წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრი

ბიოგრაფია

დალი ჩუტკერაშვილი 1989 წლიდან მუშაობს ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტში, ამჟამად საინჟინრო გეოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელია. 1988 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ნიადაგების გეოგრაფიის სპეციალობით, საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 2004 წელს. მისი კვლევა ეხება ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას, გარემოს დაცვას საინჟინრო სამუშაოების დროს და ასათვისებელი ტერიტორიების გეოლოგიური პირობების შესწავლას. 2008 წლიდან საინჟინრო გეოლოგიის საერთაშორისო ასოციაციის (IAEG) საქართველოს ჯგუფის წევრია.


განათლება

  • 1988 – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი, სპეციალობა: ნიადაგების გეოგრაფია

სამეცნიერო ხარისხი და წოდება

  • 2004 – საკანდიდატო დისერტაციის დაცვა
  • 2006 – აკადემიური დოქტორის ხარისხი

სამუშაო გამოცდილება

  • 1989 წლიდან – ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტი, საინჟინრო გეოლოგიის განყოფილება, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი
  • 2018–2022 – პროექტი „საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ლიოსისებური ქანების საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა“, შემსრულებელი

გამოცემები

  • ცერცვაძე ლ., ძაძამია თ., ჩუტკერაშვილი დ., პეტრიაშვილი შ. გამოფიტვის ბიოქიმიური პროცესების გამოყენება გარემოს გეოეკოლოგიური გაჯანსაღების მიზნით. მეცნიერება და ტექნოლოგიები, 2000, №1-3, გვ. 69-72.
  • ცერცვაძე ლ., ჩუტკერაშვილი დ. ბიოქიმიური მეთოდის გამოყენებით იშვიათი ლითონების მიღების შესაძლებლობანი. მეცნიერება და ტექნოლოგიები, 2000, №7-9, გვ. 64-68.
  • ცერცვაძე ლ., კაკულია ზ., ჩუტკერაშვილი დ. თიხური ქანების ბიოქიმიური გამოფიტვის პროცესის ექსპერიმენტული გამოკვლევების ზოგიერთი შედეგები. ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტის კრებული, 2001, №12, გვ. 102-108.
  • ცერცვაძე ლ., ძაძამია თ., ჩუტკერაშვილი დ., პეტრიაშვილი შ. მიკროორგანიზმთა ცხოველმოქმედების პროდუქტების როლი ლითონების ბიოქიმიური გამოტუტვისას. მეცნიერება და ტექნოლოგიები, 2001, №4-6, გვ. 81-85.
  • Церцвадзе Л.А., Какулия З.Г., Чуткерашвили Д.Г., Петриашвили Ш.Г., Глонти Л.Е. Некоторые результаты экспериментальных исследований экстракции металлов и их геоэкологическое значение. ენერგია, 2014, №1(69), გვ. 78-81.

კვლევები
მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?