ნოე ხოზრევანიძე

დეკანი

ბიოგრაფია

ნოე ხოზრევანიძე – დაიბადა  1957წლის 13 მარტს.

1979 წელს  წარჩინებით დაამთავრა  საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტი.   1981 წელს დაიცვა  საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „აჭარის სუბალპური ზონის ბუნებრივი მდელოების გაუმჯობესების საკითხები“ ; მიენიჭა  სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი, ხოლო 1999 წელს დაიცვა  სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „მაღალმთიანი აჭარის ბუნებრივი რესრუსების მართვის საკითხები“ და მიენიჭა  სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.

1975-2022 წლებში,   22 პროექტის (მათ შორის IFAD-ის, GTZ-ის  და მსოფლიო ბანკის)  დირექტორი.

1995-1999 წლებში საქართველოს პარლამენტის აგრარულ კომიტეტში ხელმძღვანელობდა  მთის მდგრადი განვითარების საკითხებს;

1999-2001 წლებში  საქართველოს პრეზიდენტის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი, მთიანი რეგიონების საკითხებში;

2001-2008 წლებში მთის მდგრადი განვითარების საკითხებში საერთაშორისო პროგრამის დირექტორი (საქართველო);

2008-2014 წლებში  საერთაშორისო კონსულტანტი მთის მდგრადი განვითარების პროგრამებში (თურქეთი, აზებაიჯანი,ბოსნია, მაკედონია, კოსოვო);

2006 წლიდან დღემდე  INGO-კავკასიის მთიანი რეგიონების საერთაშორისო ასოციაციის და INGO-მთის მდგრადი განვითარების რეგიონალური საკოორდინაციო საერთასორისო პროგრამის ხელმძღვანელი კავკასიის მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების მიმართულებით;

2015 წელს დაარსა  ტექნიკური უნივერსიტეტის სოფლის მდგრადი გნვითარების ექსტენციის სასწავლო საკონსულტაციო ცენტრი და  ვარ დირექტორი;

2017 წელს ჩამოაყალიბა  ტექნიკური უნივერსიტეტის კავკასიის მთის ინსტიტუტი და ვარ დირეტორი.

2019 წლიდან დღემდე ვარ სტუ-ის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სასწავლო პროგრამების მომზადების კოორდინატორი;

2021 წლიდან დღემდე ვარ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ხელმძღვანელი და აფილირებული პროფესორი.


განათლება

1979-07-24  –  მაგისტრი/მაგისტრთან გათანაბრებულისაგანმანათლებლო დაწესებულება: საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი კვალიფიკაცია: სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი.


სამუშაო გამოცდილება

2025 წლის იანვრიდან ეროვნული აკადემიის მთის პრობლემების შემსწავლელი კომისიის წევრი.

2021-10-21 – დღემდე  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის  პროფესორი.

2021-01-12 – დღემდე  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  სამთო გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დეკანი

2017-02-07 – დღემდე   საქართველოს ტექნიკური ივერსიტეტის  კავკასიის მთის ინსტიტუტის დირექტორი

2015-01-06 -დღემდე   საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  სოფლის მდგრადი გნვითარების ექსტენციის სასწავლო საკონსულტაციო ცენტრის დირექტორი

2008-02-10 – 2014-02-25  სოფლის მეურნეობის სამინისტროს  საერთაშორისო კონსულტანტი მთის მდგრადიგანვითარების პროგრამებში ( თურქეთი,აზებაიჯანი,ბოსნია, მაკედონია, კოსოვო).

2006-01-15 – დღემდე  INGO-კავკასიის მთიანი რეგიონების საერთაშორისო ასოციაციათა  მთიანი რეგიონების საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელი.


გამოცემები

1983-2023 წლებში გამოქვეყნებული  აქვს 100- მდე სამეცნიერობ ნაშრომი, როგორც ეროვნულ ასევე საერთაშორისო უცხოენოვან ჟურნალებში.


მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?