ნუგზარ ხვედელიანი
დეკანი
ბიოგრაფია
ნუგზარ ხვედელიანი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი და პროფესორია. სტუ-ში 1992 წლიდან მუშაობს. 2014 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია დრამატული თეატრების აკუსტიკის საკითხებზე. 2021-2024 წლებში იყო საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე. მისი სამეცნიერო ინტერესებია არქიტექტურული გარემოს დიზაინი, არქიტექტურული აკუსტიკა და ეროვნული პარკების არქიტექტურა.
განათლება
- საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, არქიტექტურის ფაკულტეტი
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, დოქტორანტურა – არქიტექტურის დოქტორი, 2014
სამეცნიერო ხარისხი და წოდება
- არქიტექტურის დოქტორი, 2014 (დისერტაცია: „დრამატული თეატრების აკუსტიკის საკითხები (თბილისის მაგალითზე)“)
- საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი, 2024
სამუშაო გამოცდილება
- 2025 წლიდან – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი
- 2021-2024 – საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, თავმჯდომარე
- 2020-2022 – არქიტექტურული ბიურო, მთავარი არქიტექტორი
- 2006-2009 – ასოციაცია „ატუ“, საპროექტოს უფროსი
- 1992 წლიდან – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი, პროფესორი
- 1986-1990 – სპეციალიზებული საპროექტო-ტექნოლოგიური ბიურო, დირექტორი
- 1974-1986 – თბილისის კეთილმოწყობისა და დიზაინის სამმართველო, უფროსი არქიტექტორი
გამოცემები
- Khvedeliani N., Ratiani A. From Colchis to the Amazon: A Synthesis of Kolkhian and Amazonian Eco-Engineering for National Parks in Western Georgia. Scientific-Technical Journal “Building”, #1(73), 2026. https://doi.org/10.52340/building.2026.73.01.02
- ხვედელიანი ნ. საქართველოს ეროვნული პარკების და დაცული ტერიტორიების ეკოლოგიური და კულტურული მიზნები. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები, №1(523), 2022, გვ. 22
- ხვედელიანი ნ. სენაკის აკაკი ხორავას სახელობის დრამატული თეატრის ისტორიისათვის. არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის თანამედროვე პრობლემები, №16, 2021, გვ. 173
- ხვედელიანი ნ. ეკოტურიზმი – მდგრადი ტურიზმი ეროვნულ პარკებსა და დაცულ ტერიტორიებზე. მოამბე, №1(45), 2021, გვ. 142
- ხვედელიანი ნ. ეროვნული პარკების არქიტექტურა და დიზაინი, მათი როლი და ადგილი ქვეყნების ისტორიაში. არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის თანამედროვე პრობლემები, №13, 2020, გვ. 138
- ხვედელიანი ნ. პარკიტექტურა როგორც ეროვნული პარკების არქიტექტურული სტილი. მშენებლობა, №1(54), 2020, გვ. 77
- ხვედელიანი ნ. თბილისის ეროვნული პარკის რეაბილიტაციის საკითხები. არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის თანამედროვე პრობლემები, №10, 2019, გვ. 80
- ხვედელიანი ნ. გეომეტრიული აკუსტიკის მეთოდის გამოყენება რუსთაველის სახელობის თეატრის მცირე დარბაზში. ინტელექტუალი, №26, 2014, გვ. 213
ჯილდოები, პრემიები
- საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი, 2023
- არქიტექტორთა კავშირების საერთაშორისო ასოციაციის მედალი, 2022
- არქიტექტურული პრემია საზოგადოებრივი შენობისთვის, 2006
- საქართველოს კომკავშირის პრემია, 1978