HORIZON EUROPE-ის ფარგლებში მოპოვებული საგრანტო დაფინანსების მოცულობით სტუ ქვეყნის მასშტაბით ლიდერობას ინარჩუნებს

სიახლეები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ევროკომისიის ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოდან ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის უმსხვილეს ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ის ფარგლებში მოპოვებული საგრანტო დაფინანსების ოდენობის მხრივ, კვლავაც ინარჩუნებს ყველაზე წარმატებული საგანმანათლებლო-სამეცნიერო ინსტიტუციისა და უპირობო ლიდერის პოზიციას.

ევროკომისიის Dashboard-ის მონაცემებზე დაყრდნობით, Horizon Europe-ის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კვლავაც რჩება ყველაზე წარმატებულ და მაღალბიუჯეტიან პარტნიორად საქართველოში. სტუ-ის მიერ მოზიდული Net EU Contribution (წმინდა ევროპული წვლილი) ათეულობით საგრანტო პროექტის ჯამს წარმოადგენს, რაც მას ქვეყნის მასშტაბით №1 სამეცნიერო ჰაბად აქცევს.

რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მრავალპროფილური საინჟინრო-ტექნოლოგიური კვლევითი აქტივობებით გამოირჩევა, მათ შორის ენერგეტიკაში, სამოქალაქო ინჟინერიასა და გარემოსდაცვით სფეროში. დავით გურგენიძის თქმით, უნივერსიტეტისა და მისი სამეცნიერო ჯგუფების სტაბილური ლიდერობა რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული, რასაც ევროკომისიის ექსპერტების შეფასება ადასტურებს.

როგორც რექტორი აღნიშნავს, Horizon Europe-ის ფარგლებში საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა სულ ახლახან კიდევ ერთი ახალი საგრანტო დაფინანსება მოიპოვა, რაც ევროკომისიის ანალიტიკაში მოგვიანებით აისახება.

„სასიხარულოა, რომ ჩვენი ქვეყნიდან Horizon Europe-ის ფარგლებში მოპოვებული საგრანტო დაფინანსების ოდენობით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ისევ რჩება ყველაზე წარმატებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და კვლევით ინსტიტუციად. ეს აღიარება არის დასტური ჩვენს მეცნიერ-მკვლევართა სტრატეგიული ხედვისა და პროფესიონალიზმისა, რაც უნივერსიტეტსა და მის კვლევით ინსტიტუტებს კვლევებისა და ინოვაციების საერთაშორისო ეკოსისტემის სრულფასოვან მონაწილეებად აყალიბებს. მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, პირადად მინისტრ გივი მიქანაძეს – მათი ქმედითი მხარდაჭერის გარეშე საერთაშორისო სივრცეში ჩვენი სამეცნიერო თანამშრომლობა ასეთი ეფექტიანი ვერ იქნებოდა. მადლობას ვუხდი ჩვენი უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევრებს და პროექტის მენეჯერებს სამეცნიერო პროექტების გენერირებისა და მათში სტუდენტების ჩართვისთვის, ადმინისტრაციის თანამშრომლებს – ყველა იმ ადამიანს, ვისაც თავისი წვლილი შეაქვს ინჟინერიის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებაში, რაც დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის მდგრად განვითარებაზე.

საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტაბილურ ლიდერობას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის სახელდება ინსტიტუციური მხარდაჭერა – უნივერსიტეტში ეფექტიანად მოქმედებს საგრანტო ოფისი, რომელიც ჩვენს მეცნიერებს ბიუროკრატიული და ადმინისტრაციული ბარიერების გადალახვაში დიდ დახმარებას უწევს; ტექნოლოგიური ფოკუსი – Horizon Europe-ის ისეთი პრიორიტეტები, როგორიცაა ციფრული ტრანსფორმაცია ან მწვანე ენერგია, პირდაპირ თანხვედრაშია ტექნიკური უნივერსიტეტის პროფილთან. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ბირთვული კვლევევის ევროპულ ორგანიზაციასთან (CERN) ჩვენი მრავალწლიანი სამეცნიერო კოლაბორაცია, რაც ჩვენს მკვლევრებს საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიანს ხდის. სულ ახლახან კი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის გამოთვლითი მათემატიკის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფის ახალმა კვლევითმა პროექტმა კონსორციუმის ფარგლებში Horizon Europe-ის კიდევ ერთი მსხვილი საგრანტო დაფინანსება მოიპოვა. ეს დაფინასება, რა თქმა უნდა, მოგვიანებით აუცილებლად აისახება ევროკომისიის Dashboard-ზე.

Horizon Europe-ში მონაწილეობა მოითხოვს არა მხოლოდ სამეცნიერო გონს, არამედ საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ეფექტიანი კონკურენციისა და ნაყოფიერი თანამშრომლობის უნარებს. ის ფაქტი, რომ ევროკომისიის Dashboard-ის მიხედვით, კვლევითი პროექტების განსახორციელებლად მოპოვებული საგრანტო დაფინანსებით ჩვენი უნივერსიტეტი კვლავაც ლიდერობს, ცხადყოფს, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში სწორი მიმართულებით ვაგრძელებთ პოზიციონირებას“, – აღნიშნავს რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის, პროფესორ თამარ ლომინაძის განცხადებით, ევროკომისიის ოფიციალური მონაცემები ცალსახად ადასტურებს, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არა მხოლოდ ინარჩუნებს ლიდერის პოზიციებს, არამედ თვისობრივად ახალ საფეხურზე გადაჰყავს ქართული მეცნიერება.

„საერთაშორისო პროექტებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო ჯგუფების მასშტაბური ჩართულობა იმის დასტურია, რომ უნივერსიტეტის სამეცნიერო და საინჟინრო-ტექნოლოგიური პოტენციალი არსებითად პასუხობს საერთაშორისო კვლევით სტანდარტებს, ხოლო ქართველ ინჟინრებსა და მკვლევრებს შეუძლიათ განსაკუთრებული როლი შეასრულონ თანამედროვე ტექნოლოგიური გამოწვევების დაძლევაში“, – ამბობს თამარ ლომინაძე.

ცნობისათვის, Horizon Europe-ი ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის უმსხვილესი პროგრამაა, რომლის მიზანი სამეცნიერო კვლევის ინტეგრაცია, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და ტექნოლოგიური პროგრესის გაძლიერებაა ევროპასა და მის პარტნიორ ქვეყნებში. პროგრამაში საქართველოს მონაწილეობა ასოცირებული ქვეყნის სტატუსით 2021 წლიდან სრულფასოვნად ხორციელდება, რაც ქართველ მეცნიერებსა და საგანმანათლებლო-კვლევით ინსტიტუციებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თანაბარ პირობებში პოზიციონირების ფართო შესაძლებლობებს უქმნის.


მსგავსი

სიახლეები

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ენერგოეფექტურობის ცენტრმა თბური წინაღობის საზომი მოწყობილობა გადასცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტს, შენობებების თბოსაიზოლაციო თვისებების შეფასებისა და ენერგოაუდიტის სწავლების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია “ენერგოეფექტურობის ცენტრმა საქართველომ” (EECG) თბური...

სიახლეები

“IAAC 2026” – ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებული სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსი იწყება

IAAC 2026 წლის ასტრონომიით საგანმანათლებლო პროგრამა იწყებს მზადებას 2026 წლის გამოცემისთვის და ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებულ სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსს აცხადებს....

სიახლეები

2025-2026 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრის სასწავლო განრიგი

სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის 2026 წლის 26 თებერვლის ბრძანების თანახმად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის მეორე  (გაზაფხულის) სემესტრი 2026...

სიახლეები

კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს  შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: მთავარი მეცნიერი...

სიახლეები

სტუ-ში ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი აღავლინეს და პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს

„საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და მისი საერთაშორისო აღიარების საქმეში განუზომელია ახლადშესვენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის,...

სიახლეები

სტუ-ის სტუდენტებისთვის ლიეტუვური ენის შემსწავლელ უფასო კურსებზე რეგისტრაცია იწყება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი პროფესორ  ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენის, კულტურის და განათლების ცენტრი სტუ-ის ნებისმიერი კურსის სტუდენტებს ლიეტუვური ენის შემსწავლელ...

მოგვწერეთ