Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში – 2026-27 აკადემიური წლის I სემესტრი (სტუდენტებისთვის)


ლუბლინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Lublin University of Technology – LUT) (ლუბლინი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 20.04.26

უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 24.04.26

საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 28.04.26

ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ERASMUS+ მობილობასთან დაკავშირებით სააპლიკაციო პროცედურებისა და სათანადო დოკუმენტაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, სასწავლო ხელშეკრულება, სააპლიკაციო ინფორმაცია და ECTS კრედიტების კატალოგი იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში.

მიმართულება: სამშენებლო; არქიტექტურა; ელექტრონიკა და ავტომატიკა; ენერგეტიკა; ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები; გარემოს დაცვა; მექანიკა და მანქანათმშენებლობა; ტრანსპორტი და ლოგისტიკა; მენეჯმენტი; ბიზნესის ადმინისტრირება.


მსგავსი

მოგვწერეთ