Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ქუთაჰიის დუმლუპინარის უნივერსიტეტში – 2025-26 აკადემიური წლის II სემესტრი (თანამშრომლებისთვის)
ქუთაჰიის დუმლუპინარის უნივერსიტეტი (Kutahya Dumlupınar University) (ქუთაჰია, თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-26 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ადმინისტრაციული თანამშრომლებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 20.04.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 24.04.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 28.04.26
ქუთაჰიას დუმლუპინარის უნივერსიტეტში Erasmus+ პროგრამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 4 ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ქუთაჰიის დუმლუპინარის უნივერსიტეტში. კოორდინატორის მითიტებით შერჩეულმა თანამშრომლებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ თანამშრომელთა კვირეულში “კოლაბორაციული ციფრული მომავალი: ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები უმაღლეს განათლებაში” (“Collaborative Digital Futures: EU-Funded Projects in Higher Education”), რომელიც ჩატარდება 2026 წლის 1-5 ივნისს. კვირეულის მონაწილეებს მოეთხოვებათ, წარმოადგინონ თავიანთი პრაქტიკული გამოცდილება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების იმპლემენტაციასთან დაკავშირებით, შესაბამისი მაგალითების ჩვენებით.
მსგავსი