Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში – 2026-27 აკადემიური წლის I სემესტრი (სტუდენტებისთვის)
ვალიადოლიდის უნივერსიტეტი (University of Valladolid – UVa) (ვალიადოლიდი, ესპანეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის
სტუ-ს საერთშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში საბუთების მიღების ბოლო ვადა: 21.03.26.
შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში: 24.03.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 27.03.26
ვალიადოლიდის უნივერსიტეტში ონლაინრეგისტრაციისა და სააპლიკაციო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 28.04.26.
შერჩევის პროცედურას წარმართავს კოორდინატორი უნივერსიტეტი.
საინტერესო ინფორმაცია ვალიადოლიდის უნივერსიტეტში წარსულში განხორციელებულ მობილობებთან დაკავშირებით იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის 1 სტუდენტის 5-თვიანი მობილობა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში, სტაჟირების მიზნით.
მიმართულებები: იხილეთ აქ.კონტაქტისთვის:ელ.ფოსტა ka171.erasmusplus@uva.es
მსგავსი