ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ჟეშუვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში – 2026-27 აკადემიური წლის I სემესტრი (სტუდენტებისთვის)
ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Rzeszów University of Technology – RUT) (ჟეშუვი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 20.04.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 24.04.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 28.04.26
პრაქტიკული ინფორმაცია ჟეშუვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ჟეშუვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში.
მიმართულება: მანქანათმშენებლობა, ელექტროინჟინერია, სამშენებლო, არქიტექტურა, ქიმიური ინჟინერია
მსგავსი