European Forum Alpbach (EFA) 26 ევროპული ფორუმი და სასტიპენდიო პროგრამა
2026 წლის 24 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით ალპბახში (ავსტრია) იგეგმება ყოველწლიური ევროპული ფორუმი (European Forum Alpbach (EFA), რომლის ფარგლებშიც სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო.
ღონისძიება აერთიანებს ახალგაზრდა პროფესიონალებს, მეცნიერებს, პოლიტიკოსებსა და ლიდერებს, რათა ჩაერთონ ევროპის ყველაზე აქტუალურ საკითხებზე გამართულ ინტერდისციპლინურ დისკუსიებში.
ფორუმის წლევანდელი თემაა “How Europe Wins”, რომელიც მოიცავს ოთხ ძირითად სფეროს:
• დემოკრატია და კანონის უზენაესობა
• უსაფრთხოება
• კლიმატი
• ფინანსები და ეკონომიკასტიპენდია ფარავს მონაწილეობის საფასურსა და განთავსების ხარჯებს.
აპლიკაციის შევსებისას შესაძლებელია დამატებითი მხარდაჭერის მოთხოვნა (კვება, ტრანსპორტირება, სპეციალური საჭიროებები და სხვა). ასეთი მხარდაჭერის განაწილება დამოკიდებულია შესაბამისი ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობაზე.
მონაწილეობა შეუძლიათ 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდებს, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას მინიმუმ B2 დონეზე და აქვთ შესაძლებლობა, ფიზიკურად დაესწრონ ფორუმის სრულ პროგრამას.
აპლიკაციები მიიღება 2026 წლის 2 მარტიდან 22 მარტამდე ალპბახის ევროპული ფორუმის ონლაინპორტალზე. ამავე ბმულზე იხილავთ დეტალურ ინფორმაციას პროგრამის შესახებ, მათ შორის მონაწილეობის კრიტერიუმებისა და საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ Club Alpbach Georgia-ს Linkedin, Instagram და Facebook სოციალური ვებგვერდების საშუალებით.
მსგავსი