Erasmus+ გაცვლითი პროგრამა AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში – 2023-2024 აკადემიური წლის I სემესტრი
Erasmus+ გაცვლითი პროგრამა AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში – 2023-2024 აკადემიური წლის I სემესტრი
01/11/2023
AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (
AGH University of Science and Technology
) (კრაკოვი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
აკადემიური თანამშრომლებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 11.11.2023.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 14 ნოემბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 17 ნოემბრამდე.
AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ
აქ
.
ნომინირებულმა კანდიდატმა
ონლაინრეგისტრაცია
უნდა გაიაროს AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ვებგვერდზე.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში. კოორდინატორის კოორდინატორის რეკომენდაციით, შერჩეული თანამშრომელი უნდა დაესწროს 2024 წლის 15-19 იანვარს AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში დაგეგმილ III საერთაშორისო კვირეულს თანამშრომლებისთვის.
მიმართულებები: წარმოება და გადამუშავება; ინჟინერია; გარემოს დაცვა.