AGH University of Science and Technology
სტუდენტებისთვის
სწავლების ენა
სასწავლო წელი 2023/2024 საშემოდგომო + საგაზაფხულო

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში – 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი
27/09/2023
AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (
AGH University of Science and Technology
) (კრაკოვი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 03.10.2023.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 6 ოქტომბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 10 ოქტომბრამდე.
AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში Erasmus+ გაცვლითი პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ
აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა Erasmus+ სტიპენდიით, ასევე, დასაშვებია სტუდენტების მობილობა ე.წ. “ნულოვანი” გრანტით (სურვილის შემთხვევაში).
მიმართულებები: მასალათმცოდნეობა; გარემოს დაცვა; სამთო საქმე; სამშენებლო; მანქანათმშენებლობა; ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები; მენეჯმენტი.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?