"Angel Kanchev" University of Ruse
სტუდენტებისთვის
სწავლების ენა
სასწავლო წელი 2023/2024 საშემოდგომო + საგაზაფხულო

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ანგელ კანჩევის სახელობის რუსის უნივერსიტეტში – 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი
27/09/2023
ანგელ კანჩევის სახელობის რუსის უნივერსიტეტი (
“Angel Kanchev” University of Ruse
) (რუსე, ბულგარეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 03.10.2023.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 6 ოქტომბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 10 ოქტომბრამდე.
დეტალური ინფორმაცია ანგელ კანჩევის სახ. რუსის უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით იხილეთ
აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან/და დოქტორანტურის საფეხურის 2 სტუდენტის ოთხთვიანი მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან რუსის უნივერსიტეტში.
მიმართულება: სატრანსპორტო.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?