"Angel Kanchev" University of Ruse
სტუდენტებისთვის
სწავლების ენა
სასწავლო წელი 2024/2025 2024-2025 საგაზაფხულო + 2025-2026 საშემოდგომო

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ანგელ კანჩევის სახელობის რუსის უნივერსიტეტში – 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
ანგელ კანჩევის სახელობის რუსის უნივერსიტეტი (
“Angel Kanchev” University of Ruse
) (რუსე, ბულგარეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 05.11.2024.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 10 ნოემბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 20 ნოემბრამდე.
დეტალური ინფორმაცია ანგელ კანჩევის სახ. რუსის უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით იხილეთ
აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის 1 სტუდენტის ოთხთვიანი მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან რუსის უნივერსიტეტში.
მიმართულება: სატრანსპორტო.
17/10/2024
სიახლეებში დაბრუნება

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?