Erasmus+ გაცვლითი პროგრამა აფიონის კოჩატეპე უნივერსიტეტში – 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი
Erasmus+ გაცვლითი პროგრამა აფიონის კოჩატეპე უნივერსიტეტში – 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი
08/11/2023
აფიონის კოჩატეპე უნივერსიტეტი
(Afyon Kocatepe University – AKU)
(აფიონკარაჰისარი, თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საბუთების მიღების ბოლო ვადა: 16.11.2023.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 20 ნოემბრამდე.
აფიონის კოჩატეპე უნივერსიტეტში
სააპლიკაციო განაცხადების წარდგენის პერიოდი
– 2023 წლის 23 ნოემბერი – 6 დეკემბერი.
შერჩევის პროცედურას სრულად წარმართავს კოორდინატორი უნივერსიტეტი.
დამატებითი სასარგებლო ინფორმაცია საერთაშორისო სტუდენტებისთვის იხილეთ
აქ
.
აფიონის კოჩატეპე უნივერსიტეტის დეტალური ინფორმაცია სააპლიკაციო პროცედურებთან დაკავშირებით იხილეთ
აქ
.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის და/ან მაგისტრატურის 2 სტუდენტის მობილობა საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტებიდან აფიონის კოჩატეპე უნივერსიტეტში.
ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის სავალდებულო მინიმალური GPA 2.20-ია, მაგისტრანტებისთვის – 2,50.
მიმართულებები:
ბიზნესის ადმინისტრირება – ბაკალავრიატი, მაგისტრატურა;
ეკონომიკა, მექანიკის ინჟინერია – ბაკალავრიატი.