Afyon Kocatepe University – AKU
სტუდენტებისთვის
სწავლების ენა
სასწავლო წელი 2024/2025 2024-2025 საგაზაფხულო + 2025-2026 საშემოდგომო

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა აფიონის კოჩატეპე უნივერსიტეტში – 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
აფიონის კოჩატეპე უნივერსიტეტი (
Afyon Kocatepe University – AKU
) (აფიონი, თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 25.10.2024.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 1-ელ ნოემბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 8 ნოემბრამდე.
ნომინირებულმა სტუდენტებმა აფიონის კოჩატეპე უნივერსიტეტის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა ატვირთონ კოორდინატორი უნივერსიტეტის ვებგვერდზე.
აფიონის კოჩატეპე უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებული სასარგებლო ინფორმაცია, მათ შორის,
საინფორმაციო ცნობარი
იხილეთ
აქ
.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტებიდან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა აფიონის კოჩატეპე უნივერსიტეტში.
მიმართულება: ბიზნესის ადმინისტრირება, საჯარო მმართველობა, ეკონომიკა, სამართალმცოდნეობა, მანქანათმშენებლობა, კვების ტექნოლოგია, მშენებლობა, მათემატიკა, გეოლოგია, მასალათმცოდნეობა, კომპიუტერული მეცნიერებები.
04/10/2024
სიახლეებში დაბრუნება

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?