ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ბეჟის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში – 2022/23 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი (განმეორებითი კონკურსი თანამშრომლებისთვის)
01/23/2023
ბეჟის პოლიტექნიკური ინსტიტუტი (
Polytechnic Institute of Beja – IPBeja
) (ბეჟა, პორტუგალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს განმეორებით კონკურსს 2022-2023 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).
შერჩევის პროცედურა:
აკადემიური პერსონალისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 06.02.2023
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 9 თებერვლამდე
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 13 თებერვლამდე
შერჩეულმა თანამშრომლებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ მიმდინარე წლის 17-21 აპრილს ბეჟის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დაგეგმილ
V საერთაშორისო კვირეულში
.
ბეჟას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით დამატებითი სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ
აქ
.
მიმდინარე წლის 6 თებერვლის შემდეგ შემოსული სააპლიკაციო განაცხადები საკონკურსოდ აღარ განიხლება.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 1 აკადემიური პერსონალის მობილობა ბეჟის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.
მიმართულებები: ბიზნესი და ადმინისტ
რირება,
სოფლის მეურნეობა, კვების ტექნოლოგია, გარემოს დაცვა.
სიახლეებში დაბრუნება