Polytechnic Institute of Beja - IPBeja
სტუდენტებისთვის
სწავლების ენა
სასწავლო წელი 2023/2024 2023-2024 საგაზაფხულო + 2024-2025 საშემოდგომო

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ბეჟის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში – 2024-2025 აკადემიური წლის I სემესტრი (სტუდენტებისთვის)
ბეჟის პოლიტექნიკური ინსტიტუტი (
Polytechnic Institute of Beja – IPBeja
) (ბეჟა, პორტუგალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 31.03.2024.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 10 აპრილამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 20 აპრილამდე.
ინფორმაცია ბეჟის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ერაზმუს+ მობილობასთან დაკავშირებით იხილეთ
აქ
.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის/მაგისტრატურის/დოქტორანტურის საფეხურის 3 სტუდენტის (მათ შორის, 1 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე) მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ბეჟის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.
მიმართულება: აგროკულტურა, კვების ტექნოლოგია, გარემოს დაცვა, მენეჯმენტი.
13/03/2024
სიახლეებში დაბრუნება

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?