Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ბეჟის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში – 2025-26 აკადემიური წლის II სემესტრი
Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ბეჟის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში – 2025-26 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
ბეჟის პოლიტექნიკური ინსტიტუტი (
Polytechnic Institute of Beja – IPBeja
) (ბეჟა, პორტუგალია)
ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-2026 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 31.10.25.
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 06.11.25.
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 12.11.25.
დამატებით პრაქტიკული ინფორმაცია ბეჟის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით იხილეთ
აქ
.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის 2 სტუდენტის, მათ შორის, 1 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ბეჟის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.
მიმართულება: აგროკულტურა, კვების ტექნოლოგია, გარემოს დაცვა.
23/09/2025
სიახლეებში დაბრუნება