John Paul II University of Applied Sciences in Biała Podlaska
ადმინისტრაციისთვის
სწავლების ენა
სასწავლო წელი 2024/2025 2024-2025 საგაზაფხულო + 2025-2026 საშემოდგომო

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ბიალა პოდლასკის იოანე პავლე II-ის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში – 2024-2025 აკადემიური წელი (განმეორებითი კონკურსი თანამშრომლებისთვის)
იოანე პავლე II-ის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი ბიალა პოდლასკაში (
John Paul II University of Applied Sciences in Biała Podlaska
) (ბიალა პოდლასკა, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში განმეორებით (მეორედ) აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლისთვის.
შერჩევის პროცედურა:
აკადემიური პერსონალისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 05.11.2024.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 8 ნოემბერს, 11:00 საათზე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 20 ნოემბრამდე.
დამატებითი ინფორმაცია იოანე პავლე II-ის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით იხილეთ
აქ
.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 3 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტებიდან იოანე პავლე II-ის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში. შერჩეული პირი უნდა იყოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრულ შტატზე მომუშავე თანამშრომელი. უპირატესობა მიენიჭება ახალგაზრდა მეცნიერებს.
მიმართულება: ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები; სამშენებლო; მანქანათმშენებლობა; აგრარული მეცნიერებები.
26/10/2024
სიახლეებში დაბრუნება

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?