Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ბრნოს მენდელის უნივერსიტეტში – 2024-2025 აკადემიური წლის I სემესტრი
Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ბრნოს მენდელის უნივერსიტეტში – 2024-2025 აკადემიური წლის I სემესტრი (სტუდენტებისთვის)
მენდელის უნივერსიტეტი ბრნოში (
Mendel University in Brno
– MENDELU
) (ბრნო, ჩეხეთის რესპუბლიკა), ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 31.03.2024.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 10 აპრილამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 20 აპრილამდე.
ბრნოს მენდელის უნივერსიტეტში გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ
აქ
.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის 10 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ბრნოს მენდელის უნივერსიტეტში, მათ შორის, 8 სტუდენტი – კრედიტების დაგროვებით (5-5 თვით) და 2 სტუდენტი – ტრეინინგის მიზნით (2-2 თვით).
მიმართულება: სოციალური მეცნიერებები, ბიზნესის ადმინისტრირება, აგრარული მეცნიერებები, მეტყევეობა.
02/08/2024
სიახლეებში დაბრუნება