Mendel University in Brno - MENDELU
სტუდენტებისთვის
სწავლების ენა
სასწავლო წელი 2024/2025 2024-2025 საგაზაფხულო + 2025-2026 საშემოდგომო

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ბრნოს მენდელის უნივერსიტეტში – 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
მენდელის უნივერსიტეტი ბრნოში (
Mendel University in Brno
– MENDELU
) (ბრნო, ჩეხეთის რესპუბლიკა), ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 25.10.2024.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 1-ელ ნოემბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 8 ნოემბრამდე.
ბრნოს მენდელის უნივერსიტეტში გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ
აქ
.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის 7 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ბრნოს მენდელის უნივერსიტეტში, მათ შორის, 5 სტუდენტი – კრედიტების დაგროვებით (5-5 თვით) და 2 სტუდენტი – ტრეინინგის მიზნით (2-2 თვით).
მიმართულება: სოციალური მეცნიერებები, ბიზნესის ადმინისტრირება, აგრარული მეცნიერებები, მეტყევეობა.
01/10/2024
სიახლეებში დაბრუნება

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?