Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ბუქარესტის აგრონომიული მეცნიერებებისა და სავეტერინარო მედიცინის უნივერსიტეტში – 2025-26 აკადემიური წლის II სემესტრი
Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ბუქარესტის აგრონომიული მეცნიერებებისა და სავეტერინარო მედიცინის უნივერსიტეტში – 2025-26 აკადემიური წლის II სემესტრი (თანამშრომლებისთვის)
ბუქარესტის აგრონომიული მეცნიერებებისა და სავეტერინარო მედიცინის უნივერსიტეტი (
University of Agronomic Sciences and Veterinary Medicine of Bucharest – USAMV
) (ბუქარესტი, რუმინეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-26 აკადემიური წლის საგაზაფხული სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
აკადემიური პერსონალისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 18.02.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 20.02.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 24.02.26
ინფორმაცია ბუქარესტის აგრონომიული მეცნიერებებისა და ვეტერინარიის უნივერსიტეტში მობილობის შესახებ იხილეთ
აქ
.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ბუქარესტის აგრონომიული მეცნიერებებისა და ვეტერინარიის უნივერსიტეტში.
პროექტის კოორდინატორის მითითებით, აკადემიურმა თანამშრომელმა მონაწილეობა უნდა მიიღოს 2026 წლის 4-6 ივნისს დაგეგმილ მე-15 საერთაშორისო კონფერენციაში “სოფლის მეურნეობა სიცოცხლისთვის, სიცოცხლე სოფლის მეურნეობისთვის” (“
Agriculture for Life, Life for Agriculture
”).
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა წინასწარ უნდა წარმოადგინოს საკონფერენციო ნაშრომის თეზისები. კონფერენციაში მონაწილეობა
ფასიანია
. კონფერენციაში მონაწილეობა შესაძლებელია, ასევე, ონლაინ. მონაწილეობის საფასური, ამ შემთხვევაში, იქნება 1000 რუმინული რეი (200 ევრო).
მიმართულება: სოფლის მეურნეობა და კონფერეციის პროგრამით გათვალისწინებული მომიჯნავე ინტერ-დისციპლინარული მიმართულებები.
11/02/2026
სიახლეებში დაბრუნება