Erasmus+ გაცვლითი პროგრამა დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტში – 2026-27 აკადემიური წელი (თანამშრომლებისთვის)
დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტი (University of West Attica – UNIWA) (ათენი, საბერძნეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლისთვის.
შერჩევის პროცედურა:
აკადემიური თანამშრომლებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 23.10.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 27.10.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 30.10.26
დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებული სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტში 1 აკადემიური თანამშრომლის მობილობა. შერჩეულმა კანდიდატმა მობილობის პერიოდი და დაგეგმილი აკადემიური აქტივობები უნდა შეუთანხმოს პროფ. პანაგიოტის იანაკოპულოსს (Panagiotis Yannakopoulos). მისი ელ.ფოსტა: pyannakopoulos@yahoo.co.uk.
მიმართულება: ინფორმატიკა, კომპიუტერული ინჟინერია, ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.