ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა დასავლეთ პომერანიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში – 2023/2024 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი (განმეორებითი კონკურსი სტუდენტებისთვის)
04/13/2023
დასავლეთ პომერანიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (
West Pomeranian University of Technology – WPUT
) (შჩეცინი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში განმეორებით nაცხადებს კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის (I სემესტრი).
შერჩევის პროცედურა:
ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 26.04.2023
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 27 აპრილამდე
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 28 აპრილამდე
დასავლეთ პომერანიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით
პრაქტიკული ინფორმაცია
და
აკადემიური კალენდარი
იხილეთ
აქ
.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან დასავლეთ პომერანიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში.
მიმართულებები: ელექტრონიკა, ელექტროინჟინერია, ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ავტომატიკა და შესაბამისი ინტერდისციპლინარული მიმართულებები.
სიახლეებში დაბრუნება