ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა დასავლეთ პომერანიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში – 2023/2024 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი (განმეორებითი კონკურსი თანამშრომლებისთვის)
04/10/2023
დასავლეთ პომერანიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (
West Pomeranian University of Technology – WPUT
) (შჩეცინი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში განმეორებით აცხადებს კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის (I სემესტრი).
შერჩევის პროცედურა:
აკადემიური პერსონალისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 11.05.2023
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 16 მაისამდე
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 19 მაისამდე
დასავლეთ პომერანიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით
პრაქტიკული ინფორმაცია
და
აკადემიური კალენდარი
იხილეთ
აქ
.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 2 აკადემიური თანამშრომლის მობილობა დასავლეთ პომერანიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში.
მიმართულება: ელექტრონიკა, ელექტროინჟინერია, ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ავტომატიკა და შესაბამისი ინტერდისციპლინარული მიმართულებები.
სიახლეებში დაბრუნება