Erasmus+ გაცვლითი პროგრამა დასავლეთ პომერანიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში – 2024-2025 აკადემიური წელი
Erasmus+ გაცვლითი პროგრამა დასავლეთ პომერანიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში – 2024-2025 აკადემიური წელი (თანამშრომლებისთვის)
დასავლეთ პომერანიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (
West Pomeranian University of Technology – WPUT
) (შჩეცინი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლისათვის.
შერჩევის პროცედურა:
აკადემიური პერსონალისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 09.11.2024.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 15 ნოემბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 20 ნოემბრამდე.
დეტალური ინფორმაცია შჩეცინის დასავლეთ პომერანიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით იხილეთ
აქ
.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 4 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან შჩეცინის დასავლეთ პომერანიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ელექტროინჟინერიის ფაკულტეტზე.
მიმართულებები: ელექტროინჟინერია, ელექტრონიკა, ავტომატიკა, ბიოსამედიცინო ინჟინერია და მომიჯნავე ინტერდისციპლინარული მიმართულებები.
23/10/2024
სიახლეებში დაბრუნება