Erasmus+ გაცვლითი პროგრამა გაიზენჰაიმის უნივერსიტეტში – 2026-27 აკადემიური წელი
Erasmus+ გაცვლითი პროგრამა გაიზენჰაიმის უნივერსიტეტში – 2026-27 აკადემიური წელი (სტუდენტებისთვის)
გაიზენჰაიმის უნივერსიტეტი (
Geisenheim University
) (გაიზენჰაიმი, გერმანია), ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საშემოდგომო და საგაზაფხულო სემესტრებისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 21.03.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 25.03.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 27.03.26
გაიზენჰაიმის უნივერსიტეტში გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის, შესაბამისი
ღვინის ბიზნესის სასწავლო კურსის
შესახებ ინფორმაცია, იხილეთ
აქ
.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან გაიზენჰაიმის უნივერსიტეტში ბაკალავრიატის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა 10 თვით 2026-27 აკადემიური წლისათვის ან 2 სტუდენტის მობილობა 5-5 თვით 2026-27 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისათვის.
მიმართულება: ღვინის ბიზნესი.
23/01/2026
სიახლეებში დაბრუნება