Erasmus+ გაცვლითი პროგრამა გაზის უნივერსიტეტში – 2023-2024 აკადემიური წელი
Erasmus+ გაცვლითი პროგრამა გაზის უნივერსიტეტში – 2023-2024 აკადემიური წელი
27/09/2023
გაზის უნივერსიტეტი (
Gazi University
) (ანკარა, თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლისათვის.
შერჩევის პროცედურა:
აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 31.10.2023.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 20 ნოემბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 25 ნოემბრამდე.
გაზის უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ
აქ
.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 2 აკადემიური და/ან ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან გაზის უნივერსიტეტში.
მიმართულებები: სამშენებლო, მექანიკა-მანქანათმშენებლობა, მეტალურგია, ელექტროინჟინერია, კომპიუტერული ინჟინერია, ბიზნესადმინისტრირება.