Gazi University
სტუდენტებისთვის
სწავლების ენა
სასწავლო წელი 2023/2024 საშემოდგომო + საგაზაფხულო

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა გაზის უნივერსიტეტში – 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი
27/09/2023
გაზის უნივერსიტეტი (
Gazi University
) (ანკარა, თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 31.10.2023.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 20 ნოემბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 25 ნოემბრამდე.
გაზის უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ
აქ
.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან გაზის უნივერსიტეტში.
მიმართულებები:
ბაკალავრიატისთვის – სამშენებლო, მექანიკა-მანქანათმშენებლობა, მეტალურგია, ელექტროინჟინერია, კომპიუტერული ინჟინერია;
მაგისტრატურისთვის – ბიზნესადმინისტრირება.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?